გაეროს უფლებების ადამიანის დაცვის უზენაესი კომისარი რუსეთს მოუწოდებს გამოიძიოს ნავალნის „მკვლელობის მცდელობა"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიოს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა და მას „მკვლელობის მცდელობა“ უწოდა.
„არაა საკმარისი უბრალოდ უარყოფა, რომ მოწამლეს და უარყოფა იმისა, რომ საჭიროა გულმოდგინე, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება", მიმართა რუსეთის ხელისუფლებს გაეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ნავალნი სერიოზული დანაშულის მსხვერპლი გახდა. ბაჩელეტი თვლის, რომ ოპოზიციონერი ნამდვილად საჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან და\ვას, მაგრამ ვერ მიიღო.
8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, გაეროს უწყების ხელმძღვანელი მიესალმება ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოს ცნობას, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს, რომელშიც ის იმყოფებოდა 20 აგვისტოს შემდეგ.
განცხადებაში „აშკარა შეშფოთებაა“ გამოხატული ბოლო 20 წელიწადში რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის და მათზე თავდასხმის არაერთი შემთხვევის გამო თვით რუსეთში, ან უცხოეთში. განცხადების ავტორი თვლის, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ მსგავსი შემთხვევები სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, რაც უკანონობის მსგავს ატმოსფეროს ქმნის.
ნავალნი 20 აგვიტოს ტომსკიდან მოსკოვში გზად, თვითმფრინავში გახდა ცუდად და ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდგომ ის გადაიყვანეს ბერლინში, სადაც მისი მკურნალობა გრძელდება.
7 სექტემბერს „შარიტეს“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს და ის გარე გამაღიზიანებელზე რეაგირებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30827111.html
#ახალი_ამბები
#twitter