ბაიდენი კოვიდვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს
Tbilisi Daily
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი, ფაიზერის კოვიდვაქცინით პირდაპირ ეთერში, ტელეკამერების წინ აიცრებიან. არჩეული პრეზიდენტი, რომელიც 78 წლისაა,
ასაკის გამო, მაღალ რისკჯგუფშია. ასევე ცნობილია, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე აცრას შემდეგ კვირაში გაიკეთებენ.
გასულ პარასკევს, უკვე აიცრნენ ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე კარენი.