მთავრობამ უნდა იმოქმედოს, რომ ხალხმა ამ საოცარ გაჭირვებას გაუძლოს-ჭიაბერაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141473
მთავრობამ უნდა იმოქმედოს, რომ ხალხმა ამ საოცარ გაჭირვებას გაუძლოს, რომ ხალხმა შეძლოს თუნდაც საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების გადატანა-ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის განცხადებას საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანრძილევბის თაობაზე.
"ყველას ესმის სოციალური დისტანცირებისა და საკარანტინო ღონისძიებების აუცილებლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ფართო სოციალური დახმარებების გარეშე ნიშნავს ათასობით და ათიათასობით ოჯახის შიმშილისთვის გაწირვას. ამიტომ, ფორმალურად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ღონისძიებები, რაც მთავრობამ უნდა მოაყოლოს ამ ყველაფერს, რომ ხალხმა ამ საოცარ გაჭირვებას გაუძლოს, რომ ხალხმა შეძლოს თუნდაც საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების გადატანა და სოციალური დისტანცირების დაცვა", - განაცხადა ჭიაბერაშილმა.