პოლიტიკური აგიტაცია - როგორ მიმართავენ პარტიები ამომრჩეველს საქართველოში ?
Tbilisi Daily
პოლიტიკური რეკლამა, როგორც ნებისმიერი სხვა რეკლამა - სპეციალურად შემუშავებული კომუნიკაციაა, რომლის საშუალებითაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ კომუნიკაცია დაამყარონ ამომრჩეველთან.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკური პარტიები მიხვდნენ, რომ ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად ტელე-რადიო თუ ბეჭდური მედია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, გაჩნდა აუცილებლობა, შემუშავებულიყო მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ისინი სწორად განსაზღვრავდნენ საზოგადოების მოთხოვნებს და შესაბამისად უპასუხებდნენ. მათ დაიწყეს სპეციალური კადრის აყვანა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პოლიტიკურ კომუნიკაციაზე, ფოკუს-ჯგუფების მართვაზე, წინასაარჩევნო აგიტაციასა თუ სხვა დეტალებზე.
საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის, რაც ქუჩებში გამოკვეთილად იგრძნობა, რადგან ბილბორდებსა თუ სხვადასხვა სარეკლამო ადგილებზე პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ფოტოებია გამოკრული. ახლა კი განვიხილოთ თუ რა მეთოდით ცდილობენ პარტიები საზოგადოებასთან კომუნიკაციას. გამოვყოფ იმ პარტიებს, რომლებმაც უკვე აქტიურად დაიწყეს პოლიტიკური აგიტაცია და ცდილობენ განსხვავებულად დაამახსოვრონ საზოგადოებას თავი.
ცოტა ხნის წინ ქუჩებში გამოჩნდა პარტია "მოქალაქეების" პოლიტიკური ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პლაკატი წარწერით - "ალეკო გისმენთ". კანდიდატს ამით სურდა გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, გამოჩენილიყო მეტად გულითადი, ემპათიური, ადამიანი, რომელიც ყველას პრობლემას ისმენს და ცდილობს გადაჭრას, თუმცა ამის ნაცვლად, საზოგადოებაში ლოზუნგის მიმართ სხვადასხვა ხუმრობები ვრცელდება. "ალეკო, როგორ ისმის" ? "ხო და, ალეკო, მომისმინე..."
მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშიას" გამოეყნო, დაიწყო საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის, ახალი საქართველოსა და "სტრატეგია აღმაშენებელის" განვითარება. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, ყველაზე მეტ თანხას რეკლამაში, სწორედ ეს პარტია ხარჯავს. ცოტა ხნის წინ ტელევიზებსა და სოციალურ ქსელში გამოჩნდა მისი ე.წ პოლიტიკური სლოგანი - "როგორც ღვინოს თავსახური, ხალხს სჭირდება სამსახური". ამით, გიორგი ვაშაძე ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ გაუმკლავდება პოლიტიკურ კრიზისს საინტერესოა, რომ მისი ე.წ კონკურენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ ვიდეომიმართვაში იგივეს უმეორებს საზოგადოებას. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის ლოზუნგებს, ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია აღარ ენდობა.
სხვა პარტიები ჯერ-ჯერობით შემოიფარგლებიან კანდიდატთა პლაკატებითა და ბორდერებით, მართავენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, თუმცა არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად, ყველაფერი სულ უფრო იძაბება. საინტერესოა, რა ტიპის კომუნიკაციას შემოგვთავაზებენ სხვა პარტიები ?