შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შეუძლოდ გახდა, სხდომა დროებით შეჩერდა

On.ge

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ პროცესის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასამართლო სხდომა დროებით შეჩერდა. ამის შესახებ, მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს ადვოკატებმა აცნობეს. https://on.ge/story/61959-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%96-%E1%83%AE-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90 "მოგეხსენებათ, ზ.ხ. დღეს მეოთხე დღეა შიმშილობს, როგორც ჩანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მან განგვიცხადა, რომ აქვს თავბრუსხვევა და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. გამოძახებული იქნა სასწრაფო, გაეწევა მას პირველადი დახმარება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეწტილებს, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენც დაველოდებით ექიმების რეკომენდაციას, რას გვეტყვიან. ზ.ხ.-ს სურს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს პროცესი გაგრძელდება", — განაცხადა ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა. #News