ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაადასტურა. 12 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ ინფიცირების 155 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი. ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი რუსეთიდანაა იმპორტირებული. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან გახსნა პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი.     https://www.radiotavisupleba.ge/a/30781182.html #ახალი_ამბები #twitter