გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება! – რას ყვება ჩვენებაში ანა გაბეჩავა

Tbilisi Daily

„როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად არ დავკვირებივარ. ვცდილობდი გაშველებას. სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა საბა ჩხარტიშვილმა", - ასე იხსენებს 18 წლის ანა გაბეჩავა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საკუთარ დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს. ჩვენებას "ტვ პირველი“ ავრცელებს. გოგონა ჩვენებაში ამბობს, რომ მან დაბადების დღეზე მეგობრები, კლასელები და უბნელები დაპატიჟა. "ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვის სცემა მე არ დამინახავს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ნაცემი იყო. გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამრიხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ რაც სახლში შევედი, ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი. მეგობრებმა შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი რაზეც დავთანხმდი“, – ყვება გამოძიებისთვის მიჩემულ ჩვენებაში ანი გაბეჩავა.