დაუდასტურდა თუ არა სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი?
Gori Daily
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი გორში, სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა.
სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, აღნიშნული ექთანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, კორონავირუსი „ცხელების ცენტრში“ დასაქმებულ ექთანს დაუდასტურდა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
მას პირველ ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა, თუმცა, თვითიზოლაციის პერიოდში, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებულ მეორე ტესტირებაზე დაფიქსირდა დადებითი პასუხი.
თვითიზოლაციაში რჩება კლინიკის 10 თანამშრომელი. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეპიდემიოლოგები ინტენსიურად მუშაობენ და სავარაუდოდ დღეს დადგინდება“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გორში ინფიცირების ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, ოთხივე ინფიცირებული მედიცინის მუშაკია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#კორონავირუსი
#goridaily
წყარო - ipn.ge
#ახალიამბები