რვა პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

რვა პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „2-11 სექტემბერს ტესტირების დღიური მაჩვენებელი გვქონდა 8 600, ხოლო 12-21 სექტემბერს ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 874. ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 763. მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას. მათ 71 პროცენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთა შორის კორონავირუსული ინფექცია რვა პედაგოგს დაუდასტურდა, მათ შორის შვიდი გურიაში და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთში“,- განაცხადა გამყრელიძემ.