გაზაფხულზე კორონავირუსის მესამე მცირე ტალღაა მოსალოდნელი
Tbilisi Daily
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.
„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში“, – განაცხადა „დღის კურიერში“ გიორგი ფხაკაძემ.