დაავადების პიკი გადავლახეთ,ახლა მთავარია,არ დავკარგოთ კონტროლი და კიდევ უფრო დიდ მთას არ შევასკდეთ
Mediamall
„დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ და ქვემოთ დავეშვით. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ კონტროლი და მეორე, კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ“, - განაცხადა ჯონსონმა.