თორნიკე რიჟვაძემ ქედის უხუცეს ქალს, კორონავირუსის დამარცხება და ახალი წლი მიულოცა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქედაში მცხოვრებმა 100 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში მცხოვრები 100 წლის ქალი, გულესარ წულუკიძე მოინახულა და ახალი წელი მიულოცა. გულესარ წულუკიძემ და მისი ოჯახის წევრებმა კორონავირუსი დაამარცხეს. საუკუნის ქალბატონი თავს ჯანმრთელად გრძნობს.