ირანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთთან განლაგდნენ
Interworld
მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეტაკებებისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პარალელურად, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ძალები, სომხეთ-აზერბაიჯანთან არსებული საზღვრის გასწვრივ განლაგდნენ.
IRGC-ის სახმელეთო ძალების მეთაურის, ბრიგადის გენერალ მოჰამედ პაკპურის განცხადებით, მათი განლაგების მიზანს ირანის ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პაკპურის თქმით, ოფიციალური თეირანი რა თქმა უნდა პატივს სცემს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არსებული საზღვრების გეოპოლიტიკური ცვლილება ისლამური რესპუბლიკისთვის ე.წ. წითელ ხაზს წარმოადგენს.
ირანის ე.წ. აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებს ესაზღვრება.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ირანთან არსებული საზღვრის სრულ მონაკვეთზე, აზერბაიჯანულმა მხარემ სრული კონტროლი აღადგინა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azebaijan #Nagorno #Karabakh #Iran #conflict #interworld