მესტიის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 28 დღით ჩაიკეტა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი, სავარაუდოდ, 28 დღით ჩაიკეტა. ამის შესახებ მან შესაბამისი გადაწყვეტილების საჯაროდ გაჟღერების შემდეგ ისაუბრა.
"ისევე, როგორც ველა მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილი ჰქონდა მსგავს აფეთქებას, აუცილებელია განვლილი იყოს ორი საკარანტინე ვადა, ანუ 28 დღე... თუმცა იქედან გამომდინარე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყდება შემცირდება, თუ გაიზრდება ეს თარიღი", - თქვა მან.
ბოლო 24 საათში მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა. ამ მიზეზით დილიდანვე შეიკრიბა საკოორდინაციო საბჭო და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30775958.html
#ახალი_ამბები
#twitter