სამეგრელოში მიკროავტობუსი გაიტაცეს

Zugdidi Daily

ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს. როგორ ცნობილია, მიკროავტობუსს გზაზე 3 შეიარაღებული პირი მაშინ დახვდა, როდესაც მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, ქარხანაში დამაფასოებელი თხილის გული გადაჰქონდა. მიკროავტობუსში 2 პირი იმყოფებოდა, ორივე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა, თხილიანი მანქანის გარდა, მობილური ტელეფონიც წაიღეს. საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #zugdididaily #ქურდობა #სამეგრელო #თხილი #ახალიამბები წყარო: მთავარი არხი