ზუგდიდში COVID -19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ზუგდიდიში covid -19 ორ ადამიანს დაუდასტურდა.ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ორივე მათგანი ტრაილერის მძღოლის კონტაქტია. "ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 56 ნიმუში იყო შესული, აქედან 14 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 34 ნიმუში იყო ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან, 24 ნიმუში იყო ე.წ. ტრაილერის მძღოლის კონტაქტი და ამ კონტაქტებიდან მხოლოდ 2-ს დაუდასტურდა,"-აცხადებენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ცნობისთვის, ე.წ. ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამი წევრი რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობენ. ერთი ხანში შესული ქალბატონია, ხოლო ორი მცირეწლოვანი ბავშვი. თავად მამაკაცი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ თბილისში შიდა გადაზიდვები განახორციელა. #news#ზუგდიდი#COVID -19#Tbilisi Daily#Dailynews