იზოლატორში მყოფი ალექსეი ნავალნი აღრიცხაზე აიყვანეს, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსი ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი „გაქცევისკენ მიდრეკილად“ მიიჩნია იმ საგამოძიებო იზოლატორის პროფილაქტიკურმა კომისიამ, რომელშიც ამჟამად მსჯავრდებული კრემლის ოპონენტი იმყოფება.
ამის შესახებ საუბარი პოლიტიკოსის მიერ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
ნავალნი მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები მიიღეს მასზე ზეწოლის მიზნით გელენჯიკში მდებარე ვლადიმირ პუტინის სასახლის შესახებ ჩატარებული გამოძიების გამო. ოპოზიციონერი წერს, რომ მისგან მოითხოვეს ხელმოწერით დაედასტურებინა, რომ გაეცნო კომისიის გადაწყვეტილებას. „ადრე მე დავყავდი არა მხოლოდ ბადრაგით, არამედ ჩაფხუტიანი და ავტომატიანი სპეცრაზმელებით. ამიერიდან, ალბათ, ხელბორკილებით გადამიყვანენ“, - წერს თავის პოსტში ნავალნი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31110139.html
#ახალი_ამბები
#twitter