რუსულმა ტუ-154-მა თავისი ბოლო რეისი შეასრულა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

28 ოქტომბერს თავისი ბოლო რეგულარული რეისი შეასრულა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის შტატში არსებულმა ბოლო, ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავმა. ავიაკომპანია „ალგროსას“ კუთვნილმა ტუ-154-მა ქალაქ მირნიდან ნოვოსიბირსკში ჩაიყვანა 140 მგზავრი. თვითმფრინავს გადაიყვანენ ანგარში. შემდეგ კი მუზეუმში დაიდებს ბინას, როგორც კი ტუ-134-, რომელმაც ბოლო გაფრენა 2019 წელს განახორციელა.  ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი ტუ-154 საბჭოთა პერიოდის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამგზავრო თვითმფრინავად ითვლებოდა. პირველი რეისი ტუ-154-ზე 1968 წელს შესრულდა. საბჭოთა კავშირში სულ გამოუშვეს 3000-ერთეულზე მეტი საფრენი აპარატი. ევროკავშირში ტუ-154-ზე ფრენა 2006 წელს აიკრძალა, ძრავების დიდი ხმაურისა და საწვავის არაეკონომიური ხარჯვის გამო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30917115.html #ახალი_ამბები #twitter