დააკავებენ თუ არა უკრაინაში ექსპრეზიდენტს
Tbilisi Daily
უკრაინის გენერალური პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტისთვის
პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ბრალდების მხარე პეტრო პოროშენკოს პატიმრობის მოთხოვნით შუამდგომლობას 18 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე დააყენებს.
უკრაინის პროკურატურა ყოფილ პრეზიდნეტს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისთვის უკანონო ბრძანების გაცემასა და ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშების უნებართვო გატანას ედავება.
პეტრო პოროშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მან უკრაინისახლანდელი ხელისუფლება ოპოზიციის დევნაში დაადანაშაულა.
უკრაინა პოროშენკო ბრადლება
TbilisiDaily