მარწყვი 2 ლარად გავყიდე, მაგრამ სამუშაოები რომ თავის დროზე შემესრულებინა 4 ლარად გავყიდდი- ფერმერი
Marneuli Daily
44 წლის რამილ გულიევი სოფელ ახლო-ლალოს მცხოვრებია. იგი დაახლოებით 9 წელია სოფლის მეურნეობით დაკავებული. ფერმერი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 11 თვე მუშაობს და მარწყვი მოჰყავს. რამილი ამბობს , რომ საკმაოდ რთულ საქმეზე მუშაობს, ერთ სეზონზე დაახლოებით 7-9 ტონა მარწყვს იღებს.
„რთულია, მაგრამ ადვილი არაფერია. 11 თვე ვმუშაობთ, 30 დღე ვკრეფთ და ვყიდით. ხანდახან ფასიც უფასურდება, იმიტომ რომ მოსავალი ბევრია“.
ფერმერი ამბობს რომ , ქვეყანაში Covid -19-მა ხელი შეუშალა მარწყვის რეალიზაციის პროცესებს. იგი ყოველ წელს მოსავლის ასაღებად ბოლნისელ მუშებს ასაქმებდა, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო დაუგვიანდა მათი მიყვანა და შესაბამისად მოსავალიც გვიან აიღო.
„დღესაც ვერ მოვიდნენ მუშები. დროც გადის და არავინ არაა რომ მოკრიფოს. დროზე ვერ გათოხნეს, ამიტომ ვერ ვრწყავთ. წყალი ხან მოდის ხან არა, ამიტომაც გვიან მომწიფდა მარწყვი“.
ფერმერმა მარწყვი დღეს 2 ლარად გაყიდა. ამბობს, რომ სამუშაოები რომ თავის დროზე შეესრულებინა 4 ლარად გაყიდდა.
წყარო : რადიო მარნეული
#მარწყვი
#ფერმერი
#
მოსავალი
#marneulidaily