აფხაზეთის გასაღები ჩვენს ხელშია, კერძოდ კი ანაკლიაში - გიორგი კანაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141279 აფხაზეთის გასაღები ჩვენს ხელშია, კერძოდ კი ანაკლიაში - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა. ,,ჩვენ უნდა შეგვეძლოს დავინახოთ დიდი სურათი, ამის გარეშე მუდმივად დავრჩებით მაჩანჩალა, ეკონომიკურად ჩამორჩენილ და კონფლიქტებით დაჩეხილ ქვეყანად. მართალია, დღეს, საქართველოს სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას უწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ - აფხაზებსა და ოსებს შეუძლიათ უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლონ დანარჩენ საქართველოში; ან მიიღონ უმაღლესი განათლება ქართულ უნივერსიტეტებში; ეს კარგია, აუცილებელად გასაკეთებელი საქმეა და დადებითად მოქმედებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა განწყობებზე. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ამგვარი ინიციატივები, სიტუაციის რადიკალურად ვერ ცვლის. საქართველოს ესაჭიროება ეკონომიკური გარღვევა, საუკუნის პროექტის განხორციელება, რომელიც რადიკალურად შეცვლის არსებულ სურათს. ამგვარი გარღვევაა ანაკლიის პორტი და ქალაქი. აფხაზეთის გასაღები ჩვენს ხელშია, კერძოდ კი ანაკლიაში! დროა გადავდოთ გვერდით პარტიული ინტერესები და დავიწყოთ სახელმწიფოებრივად აზროვნება; დროა დავუბრუნდეთ სტრატეგიულ აზროვნებას! სტრატეგიულად აზროვნება კი, ნიშნავს ანაკლიის პორტის დაჩქარებული ტემპებით აშენებას!’’ - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.