გარდაბანი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს

Tbilisi Daily

გარდაბანი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება. ამ ორ დასახლებაში კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევაა დადასტურებული. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 ადამიანუ უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 16 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 ადამიანი. #ახალიამბები