აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათისგანმავლობაში აჭარაში კორონავირუსის331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთარიცხვი23 860-ს შეადგენს. კლინიკა დატოვა კიდევ 86-მა მოქალაქემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება49 პაციენტი. კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 943 პაციენტი, ხოლოკოვიდ სასტუმროში 1 629. ონლაინ კლინიკით ამ ეტაპზე სარგებლობს 3 210 მოქალაქე.