საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმტებას მიაღწია - Foreing Policy
Tbilisi Daily
ამერიკული გამოცემა Foreign Policy კორონავირუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ Covid19-თან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა. ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ გადადგმული დროული საპასუხო ნაბიჯების მნიშვნელობასა და ეფექტურობას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანას ამ დრომდე კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი არ ჰყავს.
"მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები“, - წერია სტატიაში.
#საქართველო
#კორონავირუსუ
#foreignpolicy
#tbilisidaily