საქართველოს პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოშინეოკლასიკურიდა თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.
დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა.
„დღევანდელი დღის გმირი, გიორგი ალექსიძე, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო და ქართული ბალეტის სამსახურში 30 წელი გაატარა. ისწლების განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო.
მისი მთლიანიშემოქმედებიდანაცჩანს, რომ ის იყო თავისუფალი, როგორც ადამიანი და თავისუფალი, როგორც ხელოვანი. ხელოვნებაში ვერ იქნები, თუ არ ხარ სრულაიდ თავისუფალი. მანბალეტსადა ქორეოგრაფიაში ახალი ენა და ახალი ხედვა შემოიტანა: ქორეოგრაფიულიმინიატურები, კამერული ბალეტი, მისი ხელწერა, გაჯერებული იყოსისადავითადა დახვეწილობით.
სამწუხაროდ, მე პირადად არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს, მაგრამ პირველად (და ეს ძალიან კარგად მახსოვს) დათო ჩუბინიშვილის სახლში მისი დოკუმენტური ფილმით გავიცანი. შემდგომში კი, კიდევ სხვაგვარად გავიცანი მისი ქალიშვილისქორეოგრაფიიდან.
ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძესვაჯილდოვებსაქართველოს დიდპატრიოტსადა დიდ ხელოვანს!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.