რა შეზღუდვები რჩება ძალაში

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143987 საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში. „შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ. სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება“, - აღნიშნა პრემიერმა.