ნიგერის ორ სოფელში ისლამისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

Tbilisi Daily

ნიგერის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილის ორ სოფელში ისლამისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო France-Presse-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ახალახან დავბრუნდით ინციდენტის ადგილიდან. ჩომა-ბანგოუს დასახლებაში 70 ადამიანია მოკლული, ხოლო ზარუმადარეიეს დასახლებაში კი 30 ადამიანი. 25-მა ადამიანმა მძიმე ჭრილობა მიიღო“, - განაცხადა ტონდიკივინდის მერმა, ალმუ ჰასანემ. არსებული ინფორმაციით, ორ სოფელს ასზე მეტი ისლამისტი დაესხა თავს. თავდასხმა 2 იანვარს განხორციელდა, ტილაბერის რაიონში, რომელიც მალის ესაზღვრება. ნიგერის ხელისუფლებამ აღნიშნულ რაიონში დამატებითი სამხედრო დანაყოფები გააგზავნა.