სულ მცირე 15 ავღანელი დაიღუპა ჭყლეტაში პაკისტანის ჯალალაბადის საკონსულოსთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა ჭყლეტაში, რომელიც მოხდა ავღანეთის აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, სადაც 20 ოქტომბერს ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი პაკისტანის საკონსულოში ვიზების მოსაპოვებლად - აცხადებენ ოფიციალური პირები 21 ოქტომბერს.  პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადის საბჭოს წევრის, სოჰრაბ ყადერის თქმით, დაღუპულთაგან 11 პირი ქალია, და დაშავებულია რამდენიმე ხანდაზმული მოქალაქე. პროვინციის კიდევ ორი წარმომადგენლის თქმით, ადგილზე 3,000-ზე მეტი ავღანელი იყო თავმოყრილი საიმისოდ, რომ პაკისტანის ვიზის მოსაპოვებლად აუცილებელი ტალონები  აეღოთ.  კორონავირუსის პანდემიის გამო პაკისტანმა წელს გაამკაცრა ავღანელებზე ვიზების გაცემა. პაკისტანის საელჩოს წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ინციდენტის შესახებ. ავღანელთა უმრავლესობა პაკისტანში სამკურნალოდ ჩადის. ისინი, ვისაც სავიზო განაცხადები დედაქალაქ ქაბულში, ჯალალაბადში ან ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში შეაქვს, დარღვევებზე და პროცესის მანკიერ მენეჯმენტზე ჩივიან.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30904719.html #ახალი_ამბები #twitter