საფრანგეთის ელჩი: დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იარსებებდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, სასამართლოს მდგომარეობა საკვანძო კრიტერიუმია იმის შესაფასებლად, მზადაა თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წერვობისთვის.
“დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იარსებებდა. იმიტომ, რომ ევროკავშირი დგას ადამიანებისთვის ბოძებულ უფლებებზე, და ამ უფლებების დამცველ მოსამართლეებზე” - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.
ევროკავშირი გაფართოვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წევრობის მსურველი შეასრულებს ყველა აუცილებელ პირობას - განმარტავს დიპლომატი.
1993 წელს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრები შეჯერდნენ იმ კრიტერიუმებზე, რომელიც ევროპულ ოჯახთან შეერთების მსურველმა ვვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ:
მანთ უნდა მიაღწიოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების უფლებების დაცვის პატივისცემას;
უნდა ჰქონდეთ მუშა საბაზრო ეკონომიკა და უნდა შეეძლოს ევროკავშირის შიგნით კონკურენციასა და საბაზრო ძალებთან გამკლავება;
უნდა შეეძლოთ, საკუთარ თავზე აიღოს წევრობისთვის აუცილებელი ვალდებულებები. ეს მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული ერთიანობის ერთგულებას.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი ბრიუსელში 3 მარტს გააგზავნა და უკვე უპასუხა ევროკომისიის კითხვარს, რომლითაც ქვეყნის მზაობა უნდა შეფასდეს.
სასამართლოს რეფორმის ვალდებულება ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით. მისი ჩატარებისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ევროსაბჭოს დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ორგანომ - ვენეციის კომისიამ და სხვებმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31882050.html
Source: radiotavisupleba.ge