ფრანგებს საკუთარ ქვეყანაში დასვენებისკენ მოუწოდებენ

Headline

კორონავირუსული პანდემიის ფონზე, საფრანგეთის ხელისუფლება ადგილობრივ მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ფრანგებს ვურჩევთ საზაფხულო დასვენება ქვეყნის შიგნით მოიწყონ“, - განაცხადა ეკოლოგიის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა. აქვე, ბორნი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებით თავი შეიკავონ მეზობელ ესპანეთში გამგზავრებაზე, სადაც უახლოეს მომავალში ოფიციალური მადრიდი საზღვრების გახსნასა და ტურისტული სეზონის დაწყებას გეგმავს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #France #coronavirus #lockdown #internal #tourism #headline