ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნა გრძელდება
Headline
დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის. საფრანგეთში, დღეს დაწყებით სკოლები გაიხსნა. გაიხსნა ასევე ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილების მაღაზიები და თმის სალონები.
ბელგიაში ბიზნეს კომპანიაები ანახლებენ მუშაობას.დაწყებით სკოლებს ნაწილობრივ ხსნის დღეიდან ჰოლანდიაც. ქვეყანაში ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის სალონები, ავტოსკოლები და თმის სალონებიც გაიხსნება.
შვეიცარიის სკოლებიც დღეიდან ბავშვებს მიიღებენ. მიმდინარე კვირაში, ქვეყანაში შესაძლოა, რესტორნები, წიგნის მაღაზიები და მუზეუმებიც გაიხსნას, თუმცა კონკრეტული შეზღუდვებით.
ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში დღეიდან დაშვებული ხდება 10-ზე მეტ პირთა შეკრება გარე სივრცეებში. გაიხსნება რესტორნებიც, ოღონდ დისტანციური მომსახურებით.
დანიაში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ხოლო პოლონეთში მიმდინარე კვირას სასტუმროები სტუმრების მიღებას შეძლებენ.
გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები თუმცა გერმანიაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიმფიცირებულთა რიცხვმა იმატა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ წელს ჩინეთში ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, გლობალურად ვირუსის 4.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ხოლო ვირუსით გარდაცვლილია თითქმის 284 000 ადამიანი.
#ჰედლაინი
#კორონაცირუსი
#კოვიდ19
#ევროკავშირი