მთავრობა 200 000 ფერმერს ჯამში 300 მილიონით დაეხმარება

Tbilisi Daily

კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძონობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს როგორც ფერმერის მხარდასაჭერას, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანას, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. „დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს ის, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით გაჩერდეს და არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერებმა, დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ. როგორც გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება. “ფერმერებს შეეძლებათ, რომ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან და ესეც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი”, - განაცხადა გახარიამ.