გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლომ გაამტყუნა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირებიმცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.მათთვის კონკრეტულ სასჯელების თაობაზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართება. 'გავასაჩივრებთ. ეს იმდენად უკანონო განაჩენია, იურისტიც არ უნდა იყვერომ დაამტკიცო, რომ ბრალდებული პირები უდანაშაულოა. მოსამართლემ გუშინ წინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და 2 დღეში დადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ მას განაჩენი დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა, ედო უბრალოდ კარადაში, ახლა გადმოიღო და წაიკითხა. მიზანი არის, რომ ასიამოვნოს პროკურატურას და საზოგადოების უკმაყოფილება არ გამოიხატოს, ამიტომ ყველა პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი'-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო ორს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.