ასტრონომებმა ძვირფასი მეტალების ასტეროიდი აღმოაჩინეს

Tbilisi Daily

ასტრონომებმა იშვიათი მეტალებისგან შემდგარი ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომლის მიახლოებითი ფასი 10 000 000 000 000 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფასი მთელი დედამიწის ეკონომიკის ოდენობას 70 000-ჯერ აღემატება. ამის შესახებ robbreport.com იუწყება. ასტეროიდი „ჰაბლის“ ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს და მისი ორბიტა მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს. ასტეროიდის სახელია 16 Psyche. მისი დიამეტრი 140 მილია და ის რკინისა და ნიკელისგან შედგება. ეს განასხვავებს 16 Psyche-ს სხვა ასტეროიდებისგამ, რომლებიც, ძირითადად, ქვისა და ყინულისგან შედგება.