ფოტოგრაფმა იშვიათი რვაფეხა დააფიქსირა, რომელსაც გამჭვირვალე თავი აქვს

Tbilisi Daily

ოკეანის საიდუმლოებით მოცული ღრმა წყლები ყოველთვის წარმოადგენდა ადამიანების ინტერესის სფეროს. აქ ჯერ კიდევ იმალება უამრავი ცოცხალი ორგანიზმი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. შესაძლოა გსმენიათ ოკეანის ბნელი წყლების ფოტოგრაფიის შესახებ. ეს კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა, რომლის მიმდევრებიც ასეთ არეებში ღამით ჩადიან და წყლის იდუმალი სახეობებს უღებენ ფოტოებს. უკვე 4 წელია, რაც ტაიპეიში მოღვაწე ფოტოგრაფი ვუ იუნგ-სენი ამ საქმიანობითაა დაკავებული. ბოლო ყვინთვის დროს მან იშვიათი Wunderpus-ის გვარის რვაფეხა დააფიქსირა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა რვაფეხა, რომელიც გამჭვირვალე თავით ხასიათდება, ამიტომ აშკარადაა შესაძლებელი მისი წითელი ტვინის დანახვა, რომელიც ასე დეტალურად ჩანს ფოტოზე. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სანახაობა ბუნებაში არც თუ ისე ხშირად გვხვდება. Wunderpus რვაფეხა, რომელსაც Wunderpus photogenicus (ფოტოგენური საოცრება) ეწოდება, პირველად 2006 წელს იქნა რეგისტრირებული ახალ სახეობად. რვაფეხას სხვა სახეობებთან შედარებით, იგი ჯერ ისევ არ არის კარგად შესწავლილი. ეს პატარა ქმნილება წყნარ ოკეანეში, ფილიპინების სანაპირო წყლებში ბინადრობს და მოზრდილობის ასაკიდან წითელი შეფერილობითა და თეთრი ლაქებით ან ზოლებით გამოირჩევა. საოცარი ისაა, რომ მას უნარი აქვს დაემსგავსოს ზღვის ისეთ ცხოველებს, როგორიცაა შხამიანი ეკლებიანი ლომთევზა. ეს Wunderpus რვაფეხების შემჩნევას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა აღნიშნული თავდაცვითი მექანიზმი ახალგაზრდა რვაფეხებს დამალვაში არ ეხმარება, რადგან ისინი ჯერ კიდევ გამჭვირვალენი არიან. პატარა Wunderpus photogenicus, რომელსაც ფოტოგრაფი ფილიპინებში, ანილოს მიმდებარედ ყვინთვის დროს გადააწყდა, რვაფეხას სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთ ფაზაში იმყოფება. ამ დროს რვაფეხას თავი ნახევრადგამჭვირვალეა და მისი ტვინის დანახვაც კია შესაძლებელი.