ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა

Tbilisi Daily

თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰენდეკის რაიონში, ფოიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის შენობაში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.