ჩვენი მიზანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება

Tbilisi Daily

ჩვენ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით გვაძლევს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, მაგრა თითოეული ჩვენი ნაბიჯი ყოველდღიურად უნდა იყოს, უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ეფექტურად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენი ამოცანა არის ინფიცირების უსწრაფესად გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ, მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის მოკლევადიან, საშუალო ვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს. „ეს არის ერთადერთი გზა ვირუსთან ერთად ცხოვრებისა, ადაპტაციისა და მართვის. ყველას კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე დღეს ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ. ბევრმა დაკარგა შემოსავალი. ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო და შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებულმა პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად. პოსტკრიზისული “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.