კოვიდ 19 აჭარაში - განახლებული მონაცემები

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კოვიდ 19 - ის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკებში მკურნალობს 492 ინფიცირებული, აქედან 40 ბავშვი და 14 ორსულია. კლინიკებიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 17 ადამიანი გაეწერა. საკარანტინე სივრცეებიდან კი - 38. ბინაზე მკურნალობას 600 - მდე, ხოლო საკარანტინე სივრცეებიდან 998 მოქალაქე აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით კი, კოვიდ 19 - ის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5552 - ს შეადგენს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ##batumidaily ##კოვიდვითარებააჭარაში ##ახალიამბებიაჭარაში ##batumi ##ბათუმი ##კორონავირუსი