ძარცვა ზუგდიდში.

Zugdidi Daily

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, გაჩერებული ავტომობილი გაძარცვეს, მოპარულია რამდენიმე ნივთი და 10-თეთრიანები, რომლებიც ლიფტისთვის იყო განკუთვნილი. ავტომობილის მფლობელი, ირი კურტანიძე ამბობს, რომ დაკეტილი მანქანა ყოველგვარი დაზიანების გარეშე გააღეს : ნაკაწრიც არ ჰქონდა, უბრალოდ შიგნით მანქანაში იყო ყველაფერი ამოყრილი. ეტყობა, ეგონათ, რომ დასაგებების ქვემოთ რამე მექნებოდა ან სადმე ჩამალული რამე". ავტომობილის მფლობელი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : “არ მიმიმართავს პოლიციისთვის, მეჩქარებოდა თბილისში და ვერ დავრჩებოდი დიდხანს ზუგდიდში. ნივთებს მაინც ვერ დამიბრუნებდნენ. რაც მომპარეს ასე ვიღაცისთვის ბევრი არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთები იყო, მაგრამ რაც კი ნახეს ყველაფერი წაიღეს, სამი ათთეთრიანიც კი, ლიფტისთვის რაც მედო". #ზუგდიდი #თბილისი #ქალაქისცენტრი #ძარცვა #მოპარულინივთები #პოლიცია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com