საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 'დინამო არენაზე' სომხეთის ნაკრები მიიღო და 1-2 დამარცხდა. პირველი ნახევრის საწყის წუთებში 'ჯვაროსნები' აქტიურები იყვნენ, თუმცა რეალიზებას ვერ ახერხებენ. 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეცდომის შემდეგ გევროქ გაზარიანმა გაიტანა და სომხეთი დააწინაურა. რამდენიმე წუთში სომხებს კიდევ ჰქონდათ ეპიზოდი თუმცა აშკარა გოლისგან მაკარიძის კარი ძელმა იხსნა.მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ქართველები გააქტიურდნენ. 65-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეპიზოდის გოლამდე რეალიზება ვერ მოახერხა. 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი სარქის ადამიანმა გაიტანა და სომხეთის ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. ამ წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში დაწინაურების ყოველგვარი შანსი დაკარგა. 5 ტურის შემდეგ ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობს, რომელიც 9 ქულა აქვს, მეორე პირველი პოზიციაზე 8 ქულით სომხეთია, 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა საქართველოს ნაკრები, ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილს ესტონეთი იკავებს. ბოლო ტურში 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ უმოტივაციო ესტონეთს უმასპინძლებს. რაც შეეხება სომხეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას, ისინი B დივიზიონის და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეიოფის საგზურისთვის იბრძოლებენ.