დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემენით,კარანტინის რეჟიმში 4346, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 79 დადასტურებული ინფიცირების შემთხვევიდან 10 პაციენტი სრულად განიკურნა. #stopcov #კორონავირუსი #ინფიცირება #tbilisidaily