დღეს 21:00 საათიდან დან 1-ლი იანვარის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება

Tbilisi Daily

დღეს საღამოს 9 საათიდან 1-ლი იანვრის დილის 5 საათამდე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილებით ნებადართული იქნება. გამონაკლისი შობის ღამესაც იმოქმედებს, თუმცა სხვა დანარჩენ დღეებში შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება. ამასთან, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.