დავდასხმა პაკისტანის საფონდო ბირჟაზე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

7 ადამიანი დაიღუპა კარაჩიში პაკისტანის საფონდო ბირჟაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის 4 თავდამსხმელია. ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით შეიარაღებულმა ტერორისტებმა ავტომატური იარაღიდან ბირჟის შენობაში შეჭრისთანავე ცეცხლი გახსნეს. ინციდენტი ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ მოხდა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.