„საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის"

Tbilisi Daily

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე. აქვე ისაუბრა ალიანსის ურთიერთობაზე საქართველოსთან და უკრაინასთან. „საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში - ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნებს და ატარებს იქ ერთობლივ სწავლებებს. „ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთს უფლება არ აქვს ჩაერიოს პროცესში, ან დაბლოკოს ის“, - განაცხადა გენმდივანმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე. მან უარყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნატო აგრესიულად მოიქცა, როდესაც დათანხმდა იმ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, რომლებიც მანამდე ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიოდნენ. მისი თქმით, - საუბარი არ არის აღმოსავლეთში ნატოს ექსპანსიაზე, რადგან, ამ ქვეყნებმა დემოკრატიული პროცედურებით, თავადვე გადაწყვიტეს, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება. „ჩვენ არავის ვავალდებულებთ ნატოში გაწევრიანებას, შვედეთს, ფინეთს, მაგალითად, ჩვენ მეზობლებს არ სურთ ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ“ , - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამავე ინფორმაციით, შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სხვა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად დააფიქსირეს აზრი, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება - მათ ალიანსის წევრების სურვილი აქვთ, რაც სტანდარტის შესაბამისობით დაადასტურეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #საქართველო #GeorgiaDaily