ბათუმის სამშობიარო სახლში 7 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკაში უკვე შეიყვანეს შვიდი პაციენტი.
როგორც სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ,მოწყობილია იზოლირებული ბლოკები. ჯამში კი კლინიკას 22 პაციენტის მიღება შეუძლიათ. მათივე განმარტებით, ასევე იზოლირებულად იქნებიან ჩვილებიც.
კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისამშობიარო სახლი თანამშრომელს დაუდასტურდა. კლინიკა რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტესტირების შემდეგ ყველა პასუხი უარყოფითი იყო და მუშაობა განაახლეს.