StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

Tbilisi Daily

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. ფონდის მონაცემები განთავსებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - StopCov.ge. მონაცემების განახლებამდე ფონდში შეგროვებული თანხა 23 793 096 ლარს შეადგენდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა. #ფონდი #მთავრობა #ქართულიოცნება #ბიძინაივანიშვილი #შემოწირულობა #tbilisidaily y