პარკირების ზონალ-საათობრივი სისტემა პეკინის გამზირზეც ამოქმედდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
10 სექტემბრიდან თბილისში პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზოლანულ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი სიტყვებით, პარკირება უფასო იქნება წინასწარ რეგისტრირებული ამ უბნის მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის. სხვა დანარჩენებისთვის პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება.
„ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს, თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა. შემდეგი ეტაპი იქნება საბურთალოს რაიონი, კონკრეტულად პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი სისტემა",- განაცხადა კახა კალაძემ.
პარკირების წესის მოსალოდნელ ცვლილების გამო, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე 10 საინფორმაციო ჯიხური განთავსდება მოსახლეობის ინფორმირებისთვის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30727440.html
#ახალი_ამბები
#twitter