ბათუმში აქცია დასრულდა
Tbilisi Daily
აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დასრულდა. მონაწილეებმა ეს გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. თორნიკე რიჟვაძე მათ ვითარებაში გარკვევას დაპირდა.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
წულუკიძე და ანთაძე ორი დღის წინ
მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ
რეზო წულუკიძეს თავს დაესხნენ. ხულიგნობას კი მას ედავებიან.
აქციისას პოლიციასთან დაპირისპირების გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 4 ადამიანი დააკავეს.
წულუკიძეც და ანთაძეც ერთხელ უკვე არიან ნასამართლევი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო.
#news
Adjara
#batumi
#აქცია
#tbilisidaily
#dailynews