ამ ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკას“ და „მოდერანას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს - გაბუნია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცახდებით,ამ ეტაპზესაქართველო„ფაიზერის“,ასტრაზენეკას“ და „მოდერანას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.
''საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ეს ორგანოები განისაზღვრება ჯანმრტელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და შედის ამ ცამონათვალში 35 ქვეყანა. მაგალითისთვის ეს არის ამერიკის წამლის და კვების სააგენტო, გერმანიის და ევროპის მარეგულირებლები. მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება.ასევე, ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს.
ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან - „სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის დღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინ წასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება - არც ერთი არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „მოდერანა“, რომლებიც არის ის კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.