ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა და გადადგომისკენ მოუწოდა
Pirveliradio Ge
ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი თოიძემ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა, არჩევნებს გაყალბებული უწოდა და ჟვანიას გადადგომისკენ მოუწოდა.
ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.
თამარ ჟვანიას შეფასებით, შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს არ მოსწონდეს წინასწარი შედეგი.
"შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს არ მოსწონდეს წინასწარი შედეგი, მაგრამ ვაცხადებთ შედეგებს იმ უბნების მიხედვით, რომლებიც შემოსულია ცესკოში და დამუშავებულია". - თქვა მან.